
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინას შორი რადიუსის Tomahawk-ის რაკეტები მისცეს, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაამთავრებს.
ტრამპის თქმით, შესაძლოა ამ თემაზე პუტინს დაელაპრაკოს.
"მე შეიძლება ვუთხრა მას [პუტინს], რომ თუ ომი არ შეჩერდება, შეიძლება ეს გავაკეთოთ. შეიძლება არ გავაკეთოთ, მაგრამ შეიძლება გავაკეთო. უნდათ, რომ
Tomahawk-ები მათი მიმართულებით წამოვიდნენ. არ მგონია", - განაცხადა ტრამპმა.