
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა.
ტრამპი თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების პარალელურად ჩავიდა. მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
მას აეროპორტში პრემიერინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ. ტრამპი ასევე სიტყვით მიმართავს ქნესეთს.
ასევე, როგორც ცნობილია, ტრამპი გეგმავს მოინახულოს მძევლების ოჯახები.
დღეს დილას ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადასცეს. გათავისუფლებულებს შორის არიან გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.
თელ-ავივში "მძევლების მოედანზე" ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან.
მას შემდეგ, რაც ისრაელი დაადასტურებს ყველა იმ მძევლის მიღებას, რომლის გათავისუფლებასაც ელოდება, ისრაელი დაიწყებს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ჰამასს 48 მძევალი ჰყავს, რომელთაგან 20 ცოცხლად მიიჩნევა.