
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „ბათუმი მოლში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. შენობაში მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ფორმულას“ განუცხადეს, უწყება უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.
„საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, ბათუმი მოლში მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები“, — გაგნგვიცხადეს სუს-ში.