CBS: ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარების გამოყოფას

CBS: ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარების გამოყოფას

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა შესაძლოა გამოყოს ახალი დახმარებ უკრაინისთვის, — ამის შესახებ CBS News-ს რამდენიმე დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა.

წყაროების მიხედვით, დახმარების მიზანი შესაძლოა იყოს მკაფიო სიგნალის გაგზავნა რუსეთზე, რომელმაც ბოლო დღეებში გააძლიერა უკრაინის ქალაქებზე უპილოტო აპარატებითა და რაკეტებით შეტევა. ამ კვირაში უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ უდიდესი დრონ-თავდასხმა.

პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე მიანიშნა, რომ აპირებს უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი შეიარაღების გაგზავნას. თუმცა, სულ რამდენიმე დღის წინ, მისმა ადმინისტრაციამ შეაჩერა ნაწილი სამხედრო გადაზიდვებისა — როგორც ერთი თეთრი სახლის წარმომადგენელი განმარტავს, ეს გლობალური იარაღის ტრანსფერების ფართო გადახედვის ნაწილი იყო.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა წყაროდან დაფინანსდება უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი პაკეტი. თუმცა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით გამოყოფს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის მიმდინარე ომის პირობებში.