ხმაური იყო ღამით გორშიც, სადაც გარემოვაჭრეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცეს. არადა გურამიშვილის ქუჩიდან აყრილი მოვაჭრეები სწორედ მერიამ გადაიყვანა ქართლის ქუჩაზე, რომლის დატოვებასაც ახლა სთხოვენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარევაჭრობისთვის გამოყოფილი ადგილები იჯარით გაასხვისა, მოვაჭრეებს კი ადგილების დატოვება მოსთხოვა. ისინი, ვისთვისაც ვაჭრობა ერთადერთი შემოსავალია, ამბობს, რომ მერიამ ზამთარში შიმშილობისთვის გაიმეტა.