
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ტბაში, კაცისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედარი აღმოაჩინეს.
არსებული ცნობებით, კაცი შვილებთან ერთად სავარაუდოდ სათევზაოდ იყო წასული და მათ ორი დღე ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ დაუდასტურეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებს ეხება.