გაფიცვა, რომლისაც ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ეშინია. საზოგადოება 15 იანვარს რეჟიმს გააფრთხილებს და ეტყვის, რა მძლავრი ბერკეტია მის ხელში. ამჯერად კერძო სექტორში დასაქმებულები გაიფიცებიან, თუმცა მას ბუნებრივია, სხვებიც შეუერთდებიან. ბიზნეს სექტორის თანამშრომლები სამი საათით მუშაობას შეწყვეტენ და ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.