გახარია: ვულოცავ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალი თავის გახსნას

ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს და მათ ლიდერებს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს – მშვიდობის არჩევასა და სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალი თავის გახსნას. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მოწოდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.

საქართველო უნდა ყოფილიყო ამ ახალი რეგიონული რეალობის მნიშვნელოვანი არქიტექტორი - მშვიდობის ფორმირებაში, ხალხთა შორის კავშირების და ჩვენი საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად მოკავშირეებთან ერთად. თუმცა, ანტიეროვნულმა პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესსა და კეთილდღეობას.

მიუხედავად ამისა, საქართველო გარდაუვლად დაიკავებს თავის ღირსეულ გეოსტრატეგიულ ადგილს პრეზიდენტ ტრამპის სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტში ეს მხოლოდ დროის საკითხია.

წერს "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

გუშინ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.