გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება ოცნებამ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით.
გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა.
წერს სოციალურ ქსელში გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
გარდა ამისა, კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტებზე უარს იტყვიან.