
ოცნებამ პოლიტიკური და სამართლებრივი წითელი ხაზები დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა.
მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა.
ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს!
წერს გახარია - საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია Facebook-ზე.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა