ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

ბილეთების შეძენა UEFA-ს პორტალზე იქნება შესაძლებელი.

"დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ", - აცხადებენ ეროვნულ ნაკრებში.

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.