ევროკავშირი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ადასტურებს.

მისი თქმით, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს მომავალში უკრაინაში, კერძოდ, ლვივში გაემგზავრებიან და დაადასტურებენ მზაობას უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე.

კალასმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ასევე მისცემს საბოლოო პოლიტიკურ თანხმობას ომის დანაშაულებისა და აგრესიის დანაშაულის ტრიბუნალის შექმნაზე და ხაზგასმით აღნიშნა, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც რეალურად დაიწყო ომი.

მანამდე, თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია გააორმაგოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება 2025 წელს, უკრაინის შეიარაღების ქარხნებში მსხვილი შეკვეთების განთავსებით, რომლებიც იარაღს დასავლური თავდაცვის კომპანიების ღირებულების ნახევარ ფასად აწარმოებენ.