ევროკავშირი უკრაინას 30,6 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 30,6 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროპული საბჭოო ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უკრაინის რეგულარულ დახმარებას აგრძელებს და 30.6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო და ფინანსური დახმარების პაკეტს გადასცემს.

"ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის რეგულარულ და პროგნოზირებად ფინანსურ მხარდაჭერას. 2025 წელს ის უკრაინას 30,6 მილიარდ ევროს გადასცემს, უკრაინის ფონდიდან 12,5 მილიარდ ევროს და 18,1 მილიარდ ევროს G7 ERA-ს ინიციატივით, რომელიც ანაზღაურდება რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგებით.

ევროპული საბჭო მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების ფარგლებში დაფინანსების წინასწარ ჩატვირთვისთვის. ის ასევე მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს გამოიყენონ უკრაინის მექანიზმის ფარგლებში არსებული ყველა ვარიანტი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით", - წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები მზად არიან წვლილი შეიტანონ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნასა და აღჭურვაში და გააძლიერონ მუშაობა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შემდგომი მხარდაჭერისა და განვითარებისთვის და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

"ნებისმიერ ასეთ შეთანხმებას თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას;

უკრაინის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკება არ შეიძლება;

არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, რომლებიც გავლენას მოახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე ევროპის ჩართულობის გარეშე. უკრაინისა და ევროპის გლობალური უსაფრთხოება გადაჯაჭვულია;

რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო გავლენა აქვს ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ომის დაწყებიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავიანთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ხაზი გაუსვეს მისი დასრულების აუცილებლობას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზით, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდების პრინციპებზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. ევროპული საბჭო მიესალმება ყველა ძალისხმევას ასეთი მშვიდობის მისაღწევად;

ნებისმიერი ზავი ან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომავალი პროცესის ნაწილი", - ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოუმენტში ჩამოთვლილ პუნქტებში.

უკრაინის დახმარების ნაწილში ევროკომისიის სამიტის დოკუმენტზე, 26 ქვეყნის თანხმობაა, გამონაკლისი იყო უნგრეთი. ქვეყნის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აღნიშნულ დოკუმენტს არ დაეთანხმა.