
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-11 პაკეტს ამზადებს.
როგორც Bloomberg-ი იტყობინება, ახალი პაკეტის თანახმად, რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტი აიკრძალება. ცნობილია, რომ ტრანზიტის აკრძალვა შეეხება უამრავ ტექნოლოგიას და სხვადასხვა საქონელს, მათ შორის რამდენიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა, წყაროს თქმით, აკრძალვა ყველა ქვეყანას არ შეეხება.
Bloomberg-ის რამდენიმე წყარო აღნიშნავს, რომ აკრძალვა შეეხება ტანკერებს, რომლებსაც არ აქვთ სანავიგაციო სისტემები, რათა თვალყური ადევნონ მათ მოძრაობას. პაკეტი მიმართული იქნება იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რომელიც არსებობს, რათა არ დარჩეს ე.წ. შავი ხვრელები და რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციებისგან თავის არიდება.
თუმცა, Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა - პაკეტი მიზნად ისახავდეს როსატომის სანქცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა ითხოვს სანქციების დაწესებას Rosatom-ის წინააღმდეგ, მათ მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციისა და პერსონალის გატაცების გამო.