ერმაკი პოლონეთში ვიზიტზე: ერთიანი ვართ რუსულ ბოროტებასთან ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ

ჩვენს ერებს შორის საზღვრები მომავალში არ იქნება. ჩვენ ერთიანი ვართ რუსულ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებას და დღემდე ყალბ [ინფორმაციას] იგონებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა პოლონეთში ვიზიტის დროს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა.