ერდოღანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი ევროკავშირს დაშორდება

ერდოღანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი ევროკავშირს დაშორდება

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში თურქეთი შესაძლოა ევროკავშირს "დაშორდეს". ამის შესახებ ერდოღანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთზე ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ ჰკითხეს.

ანგარიშში, რომელიც კვირის დასაწყისში მიიღეს, აღნიშნულია, რომ თურქეთის ბლოკში გაწევრიანების პროცესი არ შეიძლება არსებულ პირობებში განახლდეს და, ამასთან, იყო მოწოდება, ევროკავშირმა გამოიკვლიოს "პარალელური და რეალისტური ჩარჩო" ანკარასთან კავშირებისთვის.

თურქეთი 24 წელია ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატია, მაგრამ გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოლო წლებში შეფერხდა ბლოკის შეშფოთებების გამო, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევებს უკავშირდება.

"ევროკავშირში ცდილობს, თურქეთს დაშორდეს. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენს შეფასებებს გააკეთებთ და თუ საჭირო იქნება, შეგვიძლია, ევროკავშირს დავშორდეთ", - განაცხადა ერდოღანმა აშშ-ში გამგზავრების წინ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის მოხსენება უსაფუძვლო ბრალდებებსა და ცრურწმენებს შეიცავს.