ერდოღანი: უკრაინა უნდა იყოს ჩართული პროცესში, ომი უნდა დასრულდეს ორმხრივი მოლაპარაკების გზით

ერდოღანი: უკრაინა უნდა იყოს ჩართული პროცესში, ომი უნდა დასრულდეს ორმხრივი მოლაპარაკების გზით

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ორივე - რუსეთიც და უკრაინაც უნდა იყვნენ ჩართული მოლაპარაკებებში, რათა მათ შორის ომი დასრულდეს.

"სამართლიანობისკენ და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა შესაძლოა გაიხსნას მხოლოდ გათანაბრების გზით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა შესაბამისი მხარე", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მოლაპარაკებების მაგიდიდან რუსეთი გამოირიცხა, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა "სასურველი შედეგის" მიღწევას. ამავდროულად, მისი თქმით, ბოლო მოლაპარაკებებში გამოირიცხა უკრაინა.

"თუ ახალი პროცესიდან სასურველია შედეგები, უკრაინა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, და ეს ომი უნდა დასრულდეს ორმხრივი მოლაპარაკებების გზით", - აღნიშნა მან.

ამ განცხადებით თურქეთის პრეზიდენტმა შეაფასა საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა და 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრა ერ-რიადში, სამეფო რეზიდენციაში მიმდინარეობდა.

მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესაძლებლობების განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა უკრაინის ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი არ ცნობენ შეთანხმებებს, რომლებშიც უკრაინა არ არის ჩართული.

შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ - სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვოტკოფი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ერ-რიაში იმყოფებოდნენ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.

რა თქვა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ