ხმების 52.57%-ის დათვლის შედეგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, 51.96%-ით, ოპოზიციონერ ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუს 42.19% აქვს.
თუ საბოლოო შედეგებით რომელიმე კანდიდატი 50%-ს ვერ გადასცდება, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
დღეს, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.