ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე 7 ამორტიზებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე 7 ამორტიზებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი 7 ამორტიზებულ [მეორად] ავტომობილს გაუჩნდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. მეხანძრე მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ხანრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია 112-ში არ შესულა.