ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.

შენგელაიამ კინორეჟისურის განათლება მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მიიღო. კარიერა კინოსტუდია „მოსფილმში“ დაიწყო, ხოლო 1960 წლიდან მუშაობა განაგრძო „ქართულ ფილმში“. მისი დებიუტი — „თეთრი ქარავანი“ — 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად გადაიღო.

ელდარ შენგელაიას ეკუთვნის ისეთი კინოკლასიკად ქცეული ფილმები, როგორიცაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ლეგენდა ყინულის გულზე“ და სხვა.

მთელი კარიერის მანძილზე მას მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული, მათ შორის — სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.