გუშინ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა. დრონებით შეტევის შედეგად როსტოვის ოლქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ქალაქ ნოვოჩერკასკში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თბოელექტროსადგური გაითიშა. ადგილზე ხანძარი იყო. მწყობრიდან გამოვიდა სადგურის ორი ტრანსფორმატორი.
ადგილობრივები, სულ მცირე, 10 აფეთქების შესახებ ავრცელებენ ცნობებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, როსტოვის ოლქში 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.