
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი, ევროპელ ლიდერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ძალების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, დღეს უმასპინძლებს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მნიშვნელოვან სამიტზე, სადაც ევროპის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან. ერთ-ერთი მთავარი მონაწილე პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი იქნება, რომელიც დიდი ხანია მოუწოდებს ევროპას თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ.
ლონდონში გამგზავრებამდე გაკეთებულ განცხადებაში ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთის პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად უცვლელია.
:უნდა იყოს ცალსახა, რომ პოლონეთი უკრაინის მხარეს დგას, ყოველგვარი "მაგრამის" გარეშე. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესია," – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპისა და აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ყოველთვის არ არის მკაფიო.
"ევროპამ უნდა იმუშაოს აშშ-სთან მაქსიმალურად მჭიდრო ალიანსზე, თუნდაც მათი პოზიცია ჩვენსაზე ნაკლებად პირდაპირი იყოს უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში," – განაცხადა ტუსკმა.
სამიტზე, რომელიც დღეს ლონდონში იმართება, ევროპელი ლიდერები უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე იმსჯელებენ.