დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, ომის დასრულებაზე შეთანხმება ორივე ქვეყანასთან გვაქვს

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, ომის დასრულებაზე შეთანხმება ორივე ქვეყანასთან გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება ორივე ქვეყანასთან აქვს - როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთთან უკვე აქვთ შეთანხმება, ახლა კი ამას ვოლოდიმირ ზელენსკისთან უნდა მიაღწიონ. პარალელურად, ის აღნიშნავს, რომ შეთანხმება ორივე ქვეყანასთან აქვს.

"მე ვფიქრობ, რუსეთი მზადაა, არადა, ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ რუსეთს სურდა ყველაფრის მიღება. მგონი, გვაქვს შეთანხმება რუსეთთან. ახლა უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მე ვფიქრობდი , რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო მარტივი იქნებოდა, ჯერჯერობით უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი რიგზეა. ვფიქრობ, შეთანხმება ორივესთან გვაქვს. იმედი მაქვს, ამას გააკეთებენ", - ამბობს დონალდ ტრამპი.

მანამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ ამერიკამ რუსეთსაც და უკრაინასაც სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო წინადადება წარუდგინა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადებითი პასუხი არ იარსებებს, აშშ პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს.