
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
დონალდ ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადიდან დაიწყება, შემდეგ ის კატარს ეწვევა, 15 მაისს კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა.
ვიზიტის მიზნები ეკონომიკური შეთანხმებების მიღწევა, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთერთობების გაღრმავება იქნება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ არ გამორიცხა, რომ სტამბოლში ჩავიდეს და რუსეთ-უკრაინის შეხვედრას დაესწროს. კერძოდ, მან მზაობა გამოთქვა, რომ ხუთშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრას შეუერთდეს.