ტრამპისა და პიტინის შეხვედრა დაიწყო

ტრამპისა და პიტინის შეხვედრა დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალასკაში, ჯოინტ ბეის ელმენდორფ-რიჩარდსონზე გამართული სამიტი უკვე დაიწყეს. ლიდერები წითელ ხალიჩაზე შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს.

დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით, ტრამპი თვითმფრინავიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, რაც პუტინი უკვე ადგილზე იყო, რათა არც ერთ მხარეს არ დასჭირვებოდა მეორის ლოდინი.

გამოსვლის შემდეგ პუტინი ტრამპის საპრეზიდენტო ლიმუზინში ჩაჯდა.

მოლაპარაკებებს ტრამპის მხრიდან ესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი, ხოლო პუტინის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი იური უშაკოვი. ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის გარკვეული სანქციები „უდავოდ მოიხსნება“. ამასთან, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკვე გასცა დროებითი ლიცენზია, რომელიც რუსეთის მიმართ რამდენიმე სანქციას 20 აგვისტომდე აჩერებს.