ევროპული საქართველოს წევრის, ბესო დონაძის ინფორმაციით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანები დაშავდნენ და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
"წინასწარი მონაცემებით რაც არის, ბუნებრივი აირის გაჟონვის შემდეგ მოხდა აფეთქება. სამწუხაროდ, არსებობენ დაზარალებულები, რომლებიც გადაყვანილი არიან კლინიკაში. ამჟამად სწრაფად მოქმედებს საგანგებო სიტუაციების სამსახური, ახლა პირველი, რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია, ეს არის გამგეობის კომპეტენცია, მოსახლეობაა ამ კორპუსიდან გასაყვანი, მდგრადობაა შესამოწმებელი და იმ ადამიანებს, ვისაც სახლები დაუზიანდათ, ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა ისნის რაიონის გამგეობამ უნდა უზრუნველყოს"- თქვა დონაძემ.
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.