დიმიტრი ჩიქოვანმა საავადმყოფო დატოვა

დიმიტრი ჩიქოვანმა საავადმყოფო დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დიმიტრი ჩიქოვანმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავადმყოფო დატოვა.

"ძალიან მარტივია. გაგვლახავენ და ავდგებით, რობოკოპებით გაგვწევენ და რუსთაველზე დავეჩაგვრინებით, დაგვიჭერენ და გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავთხრით ტ*აკში. არა რუსულ მთავრობას", - განაცხადა მან.

8 მაისს ჩიქოვანს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის მარტო იმყოფებოდა. ექიმის თქმით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება.

გარდა ჩიქოვანისა, გუშინ თავს დაესხნენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.