ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, კომპანია დღეს დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზ. N27-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება დიდუბის რაიონის შეეზღუდება.
დიდუბის რაიონში:
წერეთლის გამზ N 27, N49, ვახუშტი ბაგრატიონის N 50-68 (ლუწებს), N 31-69 (კენტებს), ზუგდიდის ქუჩებს.
ასევე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონს - 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზ. N74,76,77,78, აწყურის ქ.N3, ლეხ კაჩინსკის ქ. N6,8,10. კრწანისის რაიონში, ფონიჭალის წყლის რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
გარდა ამისა, კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს კრწანისის რაიონში. GWP-ში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12:00 საათიდან 4 ნოემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილის N 251-დან N 271-მდე, N 44-დან N 50-მდე, ვაგზლის, მარნეულის, ლომინაძის, სურგულაძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას, დ.აღმაშენებლის, ზემო ფონიჭალის დასახლება, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფ.ფონიჭალას და სოფ. კრწანისს.