ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბათუმში საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლის გამო პროტესტს ეხმაურება.
"დიდებული საჩუქარი ქართველი ხალხისგან ბათუმში"- წერს კრამონი.
22 ივლისს სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 28 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
გემზე სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც იმყოფებოდნენ.
ლაინერი აჭარაში მთელი დღით დარჩა და ბათუმის პორტი საპროტესტო აქციის ფონზე საღამოს 9 საათისთვის დატოვა.
ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და სამზარეულოს გაცნობას სთავაზობდნენ.
კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.
Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.