ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაწყებული გამოძიების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ.
კერძოდ, დეპუტატები მოითხოვენ პასუხს შემდეგ კითხვებზე:
დეპუტატებია აღნიშნავენ, რომ კაციტაძე ვალდებულია საზოგადოებას ამ საკითხზე ანგარიში წარუდგინოს.
დეკანოიძისა და კორძაიას თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თითოეულ ფაქტზე არსებობს შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ.
"მშვიდობიანი აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს. განსაკუთრებით სასტიკად ნაცებია ოპოზიციონერი რამდენიმე პოლიტიკოსი. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფ არაერთ პირს. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულზე წიხლებით დგებოდა, დაფიქსირდა მათ შორის არაადამიანური მოპყრობის ფაქტები"- თქვა დეკანოიძემ.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიან დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად უსწორდება. იყენებენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს, ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს და მათზე ძალადობენ.