დეპუტატი ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის მხარს უჭერს, რომ ლაზარე გრიგორიადისისა და თონიკე აკოფაშვილის საქმეები ნაფიცმა მსაკულებმა განიხილონ.
ასევე დეკანოიძე მოიწოდებს კოლეგებს, რომ ჩაერთონ ამ კამპანიაში.
"ნაფიცმა მსაჯულებმა ნამდვილად უნდა განიხილონ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები.
უფრო მეტიც, პარლამენტში არის გირჩის ინიციატივა ნაფიც მსაჯულებზე, რომელსაც მე მხარს დავუჭერ.
მურუსიძე-ჩხიკვაძის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები ნამდვილად სჯობს.
მზად ვარ, ამ კამპანიაში ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავერთო."- წერს დეკანოიძე Facebook გვერდზე.
* * *
20 აპრილს დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
21 აპრილს მარტის აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის, ტრეფიკინგის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებები. პირის ბრალეულობას ან უდანაშაულობას, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები ადგენენ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.