მინდა გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ ტყუილებს, რაც ვრცელდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] შესახებ მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედიასაშაუალებების მხრიდან. IRI 20 წელზე მეტია, მხარს უჭერს მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ქართული ოცნება იღებს იმაზე მეტ დახმარებას IRI-სგან, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტია. სინამდვილეში, ქართული ოცნების მრავალი ლიდერი IRI-ის პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობდნენ და სარგებელს იღებდნენ იმისგან, რასაც IRI აკეთებს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განამვლობაში. ამიტომ, ნამდვილად ჩნდება კითხვები, რატომ ცდილობს მმართველი პარტია ჩაახშოს დამოუკიდებელი გამოკითხვები და თავს დაესხას იმ ახალგაზრდა ადამიანებს, ვინც უბრალოდ დაინტერესებულები არიან, ისწავლონ, როგორ იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი გამოკითხვა, რომელიც არ ემხრობა შენს პოზიციას, შესაძლოა, არ იყოს მოსახერხებელი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მიაწოდო უკუკავშირი და ინფორმაცია პოლიტიკურ ლიდერებს იმაზე, თუ რა არის საზოგადოების პრირიტეტები.
განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
3 მაისსIRI-ის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "NDI-IRI-ის კვლევა არაობიექტურობის ეპითეტად იქცა".