დათანხმდება თუ არა ქართული ოცნება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებას?

დათანხმდება თუ არა ქართული ოცნება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებას?

დათანხმდება თუ არა ქართული ოცნება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გაფართოებას. საპარლამენტო ოპოზიცია ნუსხაში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანას მოითხოვს. რეზოლუციის პროექტი მზადაა და პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია პარლამენტის მიერ 5 წლის წინ დამტკიცებული დოკუმენტია. სიის გაფართოების შესახებ ხელისუფლების განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ქართული ოცნება დღესაც უფრო მეტ დროს რეზოლუციის პროექტის ავტორების კრიტიკას უთმობს.