
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
იგი საფეხბურთო გუნდის, "ზარზმის აკადემიის" წევრი იყო.
SKnews.ge-ს ცნობით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, მაშინ, როცა ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.