
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წინა დღეების მსგავსად, "ოცნების" წარმომადგენლები - ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და შტაბის თანამშრომლები, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, "ოცნების" წარმომადგენლებს სხვადასხვა სახის საგნები, მათ შორის რეზინის ხელკეტები ეჭირათ და ასევე ისროდნენ რკინის ბარიკადებს.
ფორმულას მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს აქციის რამდენიმე დაშავებული მონაწილე.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან მობილიზებული, დაპირისპირების დროს ისინი ადგილზე არ გამოჩენილან.