შსს-მ კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

"ოცნების" შსს-მ მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში მოხდა, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს კალაძის შტაბთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, "ოცნების" წარმომადგენლემა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის მონაწილეების თქმით, "ოცნების" წარმომადგენლებს სხვადასხვა სახის საგნები ეჭირათ, ასევე ისროდნენ რკინის ჯებირებს.

დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ, დაპირისპირების შედეგად, აქციის მონაწილებმა დაზიანებები მიიღეს.