უკრაინელებმა რუსეთში, ვლადიმირის ოლქში ნავთობის სატუმბი სადგური დააზიანეს

უკრაინელებმა რუსეთში, ვლადიმირის ოლქში ნავთობის სატუმბი სადგური დააზიანეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა 6-7 სექტემბრის ღამეს რუსეთში, ვლადიმირის ოლქში მდებარე ნავთობის სატუმბი სადგური "ვტოროვო" დააზიანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ ბროვდი, უპილოტო სისტემების ძალების მეთაური ავრცელებს.

"ამბობენ, რომ მოსკოვში საწვავის მიწოდება ოდნავ შეფერხდა. ვტოროვოს სატუმბი სადგური (პენკინო, ვლადიმირის ოლქი, რუსეთი) გარკვეულწილად დაზიანდა. ეს ნავთობის ობიექტი დიზელის საწვავს ტუმბავს (ან უფრო სწორად, ტუმბავდა) მოსკოვის რგოლის ნავთობპროდუქტების მილსადენში.

ჭიების [რუსების] ნავთობის ტუმბოზე დარტყმა 2025 წლის 6-7 სექტემბრის ღამეს „მაგიარის ჩიტებმა“ - უპილოტო სისტემების ძალების მე-14 პოლკმა განახორციელა", - წერს ბროვდი.