ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ სამხრეთ კორეაში აშშ-ის მიერ ავიამზიდების, ბომბდამშენების ან სარაკეტო წყალქვეშა ნავების განლაგება, შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენების პირობა იყოს. ადგილობრივი მედია KCNA-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა კან სუნ ნამმა განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა ასევე დაადანაშაულა შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციაში და გააკრიტიკა მათი ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა.
"სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავის და სხვა სტრატეგიული აქტივების განლაგების მუდმივად მზარდი ხილვადობა შეიძლება დაექვემდებაროს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს, რომლებიც მითითებულია ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის კანონში", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნული შენიშვნა ეხება ოჰაიოს კლასის აშშ-ის ატომურ წყალქვეშა ნავს, რომელიც კვირის დასაწყისში სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში ჩავიდა.
თავდაცვის მინისტრის განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ჯარისკაცმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა.
ჯარისკაცთან დაკავშირებით ფხენიანში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.