ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ატარებს, ეს არის საქართველოს იზოლაცია ყველა მისი მეგობრისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, ევროპის ქვეყნებისგან და მათი ამ პოლიტიკის ნაწილია ზუსტად ის, რასაც აკეთებს ბატონი კობახიძე სენატის წარმომადგენლებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ზარქუა და კობახიძე რიტორიკით დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი სენატორებს მუდმივად შეურაცხყოფენ. ესენი არიან ერთი დონის პოლიტიკოსები, მათ სათავეში უდგას კობახიძე-ივანიშვილი და ზუსტად ეს ლანძღვა დასავლელი პოლიტიკოსების, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობრების, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ქვია საქართველოს იზოლაცია, რასაც ატარებს ქართული ოცნება. სანქციების პროცესი ჩართულია, ამ ყველაფერს თავისი პროცედურები და ნაბიჯები აქვს და უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს ოცნების ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული
განაცხადა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე.