ჩაისუბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლიდან 5 კამეჩი მოიპარეს

ჩაისუბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლიდან 5 კამეჩი მოიპარეს

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლიდან 5 კამეჩი მოიპარეს.

ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ.

მათი თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში სოფლიდან 16 მსხვილფეხა პირუტყვი დაიკარგა.