ბუდაპეშტის საპასუხოდ, უკრაინა ქვეყნიდან 2 უნგრელ დიპლომატს აძევებს

ბუდაპეშტის საპასუხოდ, უკრაინა ქვეყნიდან 2 უნგრელ დიპლომატს აძევებს

ოფიციალური ბუდაპეშტის საპასუხოდ, უკრაინა ქვეყნიდან 2 უნგრელ დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

მისი განცხადებით, უნგრელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება მომდევნო 48 საათის განმავლობაში უბრძანეს.

"ჩვენ ახლახან ვიხმეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადავეცით შესაბამისი ნოტა. ჩვენ ვმოქმედებთ უნგრეთის ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების საფუძველზე", - წერს სიბიგა.

ეს ყოველივე დაიწყო მას შემდეგ, რაც 9 მაისი დილას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მათ გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების ქსელი. უწყების განცხადებით ისინი ჯაშუშურ საქმიანობას უკრაინის საზიანოდ ახორციელებდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი ქვეყნიდან ორ უკრაინელ დიპლომატს ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე ქვეყნიდან აძევებს.

"უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა, ომზე უარს ვამბობთ, უკრაინას არასდროს მიაწვდიდით იარაღს და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ არავის მიგვიცია და არც არავის მივცემთ უფლებას, ამ ომში ჩაგვითრიოს", - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.