ბრაზილიაში სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში საოჯახო სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

შემთხვევა დღეს დილით ბრაზილიის სამხრეთ ქალაქ პორტუ-ალეგრიში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი 2 საათში ჩააქრეს.

ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, დაშავებულია 11 ადამიანი.