ბრალდებული დემონსტრანტი, თორნიკე თოშხუა ციხეში 12 დღეა, შიმშილობს

ბრალდებული დემონსტრანტი, თორნიკე თოშხუა ციხეში 12 დღეა, შიმშილობს

ბრალდებული დემონსტრანტი, თორნიკე თოშხუა ციხეში 12 დღეა, შიმშილობს.

როგორც მისი წერილიდან ირკვევა, თოშხუა დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი თქმით, მხოლოდ წყალს სვამს.

თოშხუა სამართლიან გამოძიებას და ბექა გოცირიძის ხელმეორედ გამოკითხვას მოითხოვს.

თოშხუას და კიდევ ერთ დაკავებულს, მინდია შერვაშიძეს ბრალდების მხარე ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. გოცირიძე, აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა.

მათი თქმით, ის აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მას თან ჰქონდა დანაც.

აქტივისტების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.