ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა გამარჯვებამდე იბრძოლოს.
ამის შესახებ ბორელმა გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლის ველზე კრემლის წარმატება ახლა ომში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვაზეა დამოკიდებული.
როგორც ბორელი ამბობს, თუ ევროპა ვერ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების დროულ მობილიზებას, პუტინს ეს უკრაინაში ომის მოგების შესაძლებლობას მისცემს.