ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად გამოსავალს ეძებს, უკრაინის მხარდაჭერა მაინც გაგრძელდება.
"სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ როგორია სიტუცია [ღაზის სექტორში]. ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე, საკვებისა და წამლების გარეშე, მხოლოდ ბომბების ქვეშ. ყოველდღე მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა იღუპება. ეს როდემდე გაგრძელდება?
მე ვფიქრობ, რომ უნდა შევწყვიტოთ საუბარი მშვიდობაზე, სამშვიდობო პროცესზე და უფრო კონკრეტულად დავიწყოთ საუბარი ორ სახელმწიფოს გადაწყვეტის პროცესზე. ეს გზა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთში გამოსავლის ძიებაზე ვართ დაკავებული, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ მხრდაჭერას უკრაინაში", - ამბობს ბორელი.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.