ბორელი: EU-ის გადაწყვეტილება, დაიცვას უკრაინა, მხოლოდ გაძლიერდება

ბუჩას გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ, რუსეთი იმეორებს მასიურ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რათა შეარყიოს ეკონომიკა და უკრაინელი ხალხის გამძლეობა. ევროკავშირის გადაწყვეტილება, დაიცვას უკრაინა, მხოლოდ გაძლიერდება.

წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.