ბოლნისში მანქანა 2 მოზარდს დაეჯახა - ორივე ძმა დაიღუპა

ბოლნისში მანქანა 2 მოზარდს დაეჯახა - ორივე ძმა დაიღუპა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვანებს დაეჯახა. ისინი ძმები იყვნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ფორმულა მეტი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.