ბოლნისში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბოლნისში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 6 აპრილს საკუთარ სახლში 71 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Aktual.ge- ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სისხლის ნაკვალევი ნახეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.