
2008 წლის ომიდან 17 წლის თავზე საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც იმ დროინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს სჯის იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს და რომელიც ბედავს და საქართველოს ეროვნულ გმირს, დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოს - გიორგი ანწუხელიძეს შეურაცხყოფს. დღეს ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს, მის ამფსონებს და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა - ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა, ისე არ დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს
განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი ანწუხელიძის მემორიალის მონახულების შემდეგ.