ბლუზ ფესტივალი ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში კონცერტების რიგით მერვე სერიას იწყებს. 2024 წლის ბლუზის საღამოები ტრადიციულად არაორდინალური, ნამდვილი ბლუზისთვის დამახასიათებელი რიტმით და ტემპით გაჯერებული იქნება.
ფესტივალს ამერიკელი 2022 წლის კოკო ტეილორის სასახელო ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიგაკოს ბლუზ-ფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს, სერ ვალდო ვეზერსისი - პირველი ფერადკანიანი ქანთრი საქსოფონისტი და ანდრიან ბაირონ ბერნსი - ევროპაში ბლუზის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემსრულებელი გაავრცობენ და მსმენელს უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ.
10 აგვისტოს ფესტივალს განუმეორებელი ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი დახურავს, რომელიც მსმენელს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე რითმებამდე ამოგზაურებს.
2024 წლის, რიგით მერვე ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი და მრავალფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათი სახეობის არსებობა.
ბლუზ ფესტივალის მხარდამჭერია კოკა-კოლა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვისვ მნიშვნელოვანია ბლუზ ფესტივალის მხარდამჭერობა და გვერდში უდგანან ფესტივალს.
ფესტივალის გენერალური სპონსორები არიან: აშშ და გერმანიის საელჩოები საქართველოში, კოკა-კოლა, თიბისი ბანკი; სპონსორები არიან: ლიონიძის ზღვარი, პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი; მეგობარი კომპანიები არიან: იტარ დიჯიტალი, კაპაროლი